შირაქი — ამიერკავკასიის პირველი ბიო ფერმა

ჩვენ შესახებ

ნედლი რძის პროდუქციის ქართველი მწარმოებელი და ამიერკავკასიაში პირველი ბიო ფერმის მფლობელი.

შირაქის ფერმა მზის ამოსვლისას

კომპანია შირაქი საქართველოში ნედლი რძის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და ამიერკავკასიაში პირველი ბიო ფერმის მფლობელია.

1500 ჰექტარზე მეტ ფართობზე განთავსებული მეურნეობა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, შირაქისა და ალაზნის ველებზე მდებარეობს. ბიო ფერმაში 350 სული პირუტყვია, აქედან 300-მდე მეწველი ფური.

ნედლი რძის საკმარისი რაოდენობის საწარმოებლად შირაქს აქვს რძის შემკრები პუნქტები, სადაც თავს იყრის ნედლი რძე დედოფლისწყაროში მდებარე ფერმებიდან, ადგილობრივი მოსახლეობიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან.

სრული ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ შირაქის ნედლი რძე თბილისში, კომპანიის კუთვნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოში 50-მდე სახეობის პროდუქციად გარდაიქმნება. საწარმოში დანერგილია HACCP სტანდარტი და წარმოება შესაბამისობაშია მოყვანილი ევროსტანდარტებთან.

შირაქი ფლობს სპეციალიზებული ჯიხურების ქსელს თბილისში. მიმდინარეობს ბიო საწარმოს მშენებლობა — მისი დასრულების შემდეგ ნედლი რძის პროდუქტებთან ერთად შირაქის ბიო რძის პროდუქტებიც იწარმოება.

ჩვენი გუნდი

შირაქში დაახლოებით 150 ადამიანი მუშაობს, სეზონურად კი გუნდს კიდევ 100-მდე ადამიანი ემატება: გამოცდილი ფერმერები, ვეტერინარები, წარმოების თანამშრომლები, მძღოლები, მერჩენდაიზერები, მექანიზატორები, მწველავები და სხვები.

მიღწევები

  • დარგის ლიდერი 2015–2019 წლებში.
  • ჯილდო ქართული ბრენდის დღეზე — „წარმატებული ახალი ბრენდი“.
  • ხარისხის ნიშნები: „ქართული ხარისხი“, „ხელით დამზადებული“.
  • შირაქის სტანდარტით დამზადებული სულგუნი გამარჯვებულია EBIARD/FAO-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრმა დეგუსტაციაზე 2018 და 2019 წლებში; ამ შედეგის მიხედვით საქართველომ სულგუნი შირაქში წარმოებული სულგუნის შიდა სტანდარტით დააპატენტა.
პირველი ბიო ფერმა
1500+ ჰექტარი
HACCP სტანდარტი

ფერმა

შირაქის ფერმა მზის ამოსვლისასშირაქის ფერმა მზის ამოსვლისასჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიძროხების კვება შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაშიჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაში