შირაქი — ამიერკავკასიის პირველი ბიო ფერმა

წარმოება და ხარისხი

ლაბორატორიული კონტროლი, HACCP და ევროსტანდარტები.

სულგუნის დამზადება შირაქის საწარმოში

ნედლი რძე სრული ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ გადამუშავდება კომპანიის კუთვნილ საწარმოში თბილისში, სადაც 50-მდე სახეობის პროდუქცია მზადდება. საწარმოში დანერგილია HACCP სტანდარტი, წარმოება კი შესაბამისობაშია მოყვანილი ევროსტანდარტებთან.

ქართულ ტრადიციულ ყველეულთან ერთად ვამზადებთ პროდუქციას ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით. ვიდეოში ჩანს სულგუნის დამზადება შირაქის საწარმოში.

შირაქის სტანდარტით დამზადებული სულგუნი გამარჯვებულია EBIARD/FAO-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრმა დეგუსტაციაზე 2018 და 2019 წლებში; ამ შედეგის მიხედვით საქართველომ სულგუნი შირაქში წარმოებული სულგუნის შიდა სტანდარტით დააპატენტა.

ლაბორატორიული კონტროლი

ნედლი რძე გადამუშავებამდე სრულ ლაბორატორიულ კონტროლს გადის.

HACCP სტანდარტი

საწარმოში დანერგილია HACCP, წარმოება შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან.

ძველი ქართული რეცეპტები

ტრადიციულ ყველეულთან ერთად — პროდუქცია ძველი ქართული რეცეპტებით.

წარმოება

სულგუნის დამზადება შირაქის საწარმოშისულგუნის დამზადება — ვიდეოს კადრიწნულის დაწვნა — ვიდეოს კადრიშირაქი — ვიდეოს კადრი