შირაქი — ამიერკავკასიის პირველი ბიო ფერმა

მისია და ღირებულებები

ნედლი რძისა და ბიო პროდუქტის შექმნით ზრუნვა ჯანსაღ მომავალზე.

ჰოლშტეინის ძროხები შირაქის ფერმაში

მისია

ნედლი რძისა და ბიო პროდუქტის შექმნით ზრუნვა ჯანსაღ მომავალზე.

მიზანი

შევქმნათ არჩევანი კარგსა და საუკეთესო პროდუქტს შორის, მომხმარებელს შევთავაზოთ ბიო მიმართულება და ვაწარმოოთ იმდენი ნედლი და ბიო რძე, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ.

ხედვა

წარმოების მთლიანი ციკლის შექმნით (მინდვრიდან სუფრამდე) ძლიერ საწარმოდ ჩამოყალიბება, რომელიც საკმარისი რაოდენობით ნედლი და ბიო რძის პროდუქციას შექმნის და საქართველოს ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. გვინდა მომხმარებელს დავუბრუნოთ კარგად დავიწყებული, მამაპაპისეული სუფთა და ნატურალური პროდუქცია — არა მხოლოდ ნედლი და ბიო რძის პროდუქტები, არამედ ბიო ფქვილი, სიმინდი, ქატო, მზესუმზირა, ზეთი და ხორცი.

ღირებულებები

  • ცოდნისა და გამოცდილების უანგარო გაზიარება
  • ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვის პოპულარიზაცია და მოშენება საქართველოში
  • სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება
  • გრძელვადიანი ხედვა და გეგმები
  • ნდობა — მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია
  • გაბედულება, გამოწვევების მიღება და ინოვაციები
  • უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება
  • გუნდურობა
  • საღვირიპირა რეგიონის გაძლიერება