ჩვენი ისტორია
რძის შემკრები პუნქტიდან ამიერკავკასიის პირველ ბიო ფერმამდე.

კომპანია შირაქი 2007 წელს დაარსდა. რძის შემკრები პუნქტით დაწყებული საქმიანობა მალევე დიდ წარმოებად გადაიზარდა. წარმატებას საფუძვლად დაედო კომპანიის დამფუძნებლისა და თანამშრომლების მიერ ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში მიღებული გამოცდილება და ცოდნა.
2013 წელს საფუძველი ჩაეყარა შირაქის ბიო ფერმას. საზღვარგარეთ ნანახმა წარმატებულმა და მზარდმა ბიო მეურნეობებმა დიდი გავლენა იქონია კომპანიის დამფუძნებლის, ნიკოლოზ ბენიაიძის, ხედვაზე. ეს იყო დიდი გამოწვევა და რთული პროცესი, რომელმაც 4 წელზე მეტი ინტენსიური შრომა მოიცვა და მთელ გუნდს შეეხო. ბიო სერტიფიკატის მიღების შედეგად შირაქი ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბიო რძის მწარმოებელი გახდა.
ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ჰოლშტეინის ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ესტონეთიდან შემოიყვანა. პროცესი ნახევარი წელი გაგრძელდა; ამ პერიოდში ამერიკიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ ბიოტექნოლოგები, ზოოტექნიკოსები, ბიომენეჯერები, ვეტერინარები და პრაქტიკოსი ფერმერები, და მათი მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ რეალობას მოვარგეთ.
თანამშრომლების გადამზადება მუდმივად მიმდინარეობს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ვაწარმოებთ არა მხოლოდ ტრადიციულ ნაწარმს — დავნერგეთ მრავალფეროვანი პროდუქცია ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით. შირაქი ამ ეტაპზე საქართველოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელია.
შირაქი ხელს უწყობს მერძევეობის განვითარებას: ჩამოყალიბდა მერძევეთა ასოციაცია, რომელიც ეხმარება საქართველოში სარძევე ფერმებისა და ნედლი რძის წარმოების განვითარებას.
ქრონოლოგია
- 2007 — დაარსება
შირაქი რძის შემკრები პუნქტით დაიწყო, რომელიც მალევე დიდ წარმოებად გადაიზარდა.
- 2013 — ბიო ფერმა
დაარსდა შირაქის ბიო ფერმა; ბიო სერტიფიკატით შირაქი ამიერკავკასიაში პირველი ბიო რძის მწარმოებელი გახდა.
- 2015–2019 — დარგის ლიდერი
შირაქი დარგის ლიდერად დასახელდა 2015–2019 წლებში.
- 2018–2019 — სულგუნის სტანდარტი
შირაქის სულგუნი ბრმა დეგუსტაციის გამარჯვებულია; საქართველომ სულგუნი შირაქის შიდა სტანდარტით დააპატენტა.
- 2023 — Golden Brand
შირაქის დაჯილდოება Golden Brand-ის ცერემონიაზე.
